3 მიზეზი თუ რატომ უნდა შეიძინოთ ჰიბრიდული ავტომობილი

3 მიზეზი თუ რატომ უნდა შეიძინოთ ჰიბრიდული ავტომობილი

21/10/2019

ფიქრობთ ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული? ჩვენ გაგაცნობთ 3 მთავარ მიზეზს თუ რატომ უნდა აირჩიოთ ჰიბრიდი.


ხარჯის შემცირება


ჰიბრიდული ავტომობილები გაცილებით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ ბენზინზე მომუშავე მანქანებთან შედარებით.  ჰიბრიდი აღჭურვილია ელექტრო ელემენტებით, რომლებიც ავტომობილს საშუალებას აძლევს მსუბუქი დატვირთვისას, მხოლოდ ელექტროძრავის გამოყენებით გადაადგილდეს. ამასთან, ჰიბრიდები დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას თიშავენ საწვავზე მომუშავე ძრავს, რაც ამცირებს საწვავის ხარჯს.


ავტომანქანის მოდელების ფართო არჩევანი 


ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, საავტომობილო ბრენდების უმრავლესობა გთავაზობთ ელექტრო მანქანების ფართო არჩევანს. რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენს გემოვნებაზე მორგებული ავტომობილი.


ეკოლოგიურობა


ჰიბრიდული ავტომობილები ეკოლოგიურია. მათ მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი სტანდარტულ მანქანებთან შედარებით გაცილებით მცირეა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჰაერის დამაბინძურებელი ნახშირორჟანგის  დაახლოებით 75%-ის მიზეზი მანქანებია, ჰიბრიდული ავტომობილების მოხმარებით ამ ციფრს საკმაოდ შევამცირებთ. ჰიბრიდის შეძენით კი ამ საკითხში თქვენ წვლილსაც შეიტანთ.


სპეციალური პირობა ჰიბრიდული ავტომობილის ლიზინგით შეძენისას


თუ ჰიბრიდული ავტომობილის შეძენა გინდათ, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი რესურსი, ,,ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ სპეციალურ პირობას გთავაზობთ. ჰიბრიდული ავტომობილის ლიზინგით შეძენის შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ ავტომობილის ღირებულების 85% დაფინანსება. შეიძინოთ ავტომობილი დღეს, თანხა კი მოგვიანებით გადაიხადოთ.

,,ბი ეიჩ ელ ლიზინგში’’ დაბალი გადასახადი, მარტივი პროცედურა და გამჭვირვალე პირობებია. ავტო ლიზინგის განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ ონლაინ.