როგორ შევიძინოთ მანქანა ავტო ლიზინგით

როგორ შევიძინოთ მანქანა ავტო ლიზინგით

03/09/2019

ავტომობილი გადაადგილების უსაფრთხო და კომფორტული საშუალებაა, რომლითაც სწრაფად მგზავრობთ და არ ხართ დამოკიდებული ტრანსპორტზე. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგეგმოთ ქალაქგარეთ მოგზაურობა და ისიამოვნოთ ახალი ადგილების აღმოჩენით.


საკუთარი შემოსავლით შესაძლოა ვერ ახერხებდეთ დიდი თანხის ერთიანად თავმოყრას და ავტომობილის საყიდლად საჭირო თანხის დაზოგვას. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს?


ავტო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ახალი ან მეორადი მანქანის შესაძენად. სალიზინგო კომპანია იძენს თქვენს მიერ შერჩეულ ავტომობილს და გადმოგცემთ სარგებლობის უფლებით, ყოველთვიური სალიზინგო საზღაურის ნაცვლად. ლიზინგის ვადის ამოწურვის შემდეგ, აქტივი თქვენს საკუთრებაში გადმოდის.


ავტო ლიზინგი და მისი უპირატესობები


ავტოლიზინგი ბევრი უპირატესობით გამოირჩევა:


  • ავტომობილის შეძენისას მისი ღირებულების მცირე ნაწილს იხდით, დანარჩენს კი სალიზინგო კომპანია გიფინანსებთ;
  • არ გჭირდებათ უზრუნველყოფა, ვინაიდან თვითონ ლიზინგის საგანი წარმოადგენს უზრუნველყოფას;
  • მართავთ ავტომობილს პირველივე დღიდან. ლიზინგის დაფარვის შემდეგ კი ავტომობილი თქვენს საკუთრებში გადმოდის.


როდის უნდა ისარგებლოთ ავტო ლიზინგით?


თუ ახალი / მეორადი ავტომობილის შეძენა გინდათ, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი რესურსი და თანხის დაზოგვასაც ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტო ლიზინგით. მისი საშუალებით ავტომობილს შეიძენთ დღეს, თანხას კი მოგვიანებით გადაიხდით. სანამ რომელიმე კომპანიის სერვისით ისარგებლებთ კარგად გაეცანით პირობას და გამოთვალეთ ყოველთვიურად გადასახადი თანხის ოდენობა. ამასთან, გაითვალისწინეთ დამატებითი საკომისიოებიც.


სად უნდა შეავსოთ ავტო ლიზინგის განაცხადი?


ბი ეიჩ ელ ლიზინგი საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ყველაზე დაბალი სალიზინგო გადასახადით. მარტივი პროცედურის გავლით შეიძინოთ სასურველი ავტომობილი და დაზოგოთ თანხა. ავტო ლიზინგის განაცხადის შევსება შეგიძლიათ ონლაინ.