ლიზინგი თუ სესხი - რა განსხვავებაა ფინანსურ პროდუქტებს შორის

ლიზინგი თუ სესხი - რა განსხვავებაა ფინანსურ პროდუქტებს შორის

05/08/2019

ლიზინგი ფინანსური მომსახურებაა,  რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს გრძელვადიანი იჯარით შეიძინონ სასურველი აქტივი: მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილი, მანქანა-დანადგარი, აპარატურა, ტექნიკა და სხვა. მომხმარებელი ლიზინგით სარგებლობის პერიოდში შეუზღუდავად სარგებლობს აქტივით. მისი დაფარვის შემდეგ კი შესაძლებლობა აქვს გამოისყიდოს სალიზინგო საგანი და გახდეს მისი მესაკუთრე.


ლიზინგი ხელსაყრელი შეთავაზებაა ბიზნესისთვის, ვინაიდან  ლიზინგის მეშვეობით, კომპანიას შეუძლია დაიმატოს საწარმოო დანადგარები, ავტომობილი ან სხვა ნებისმიერი მოძრავი აქტივი, რომელსაც ამუშავებს, მიიღებს შემოსავალს, სალიზინგო გადასახადს კი დაფარავს ეტაპობრივად.  


რა უპირატესობა აქვს ლიზინგს სესხთან შედარებით


  • ნულოვანი უზრუნველყოფა - ლიზინგით აქტივის შეძენისას არ გჭირდებათ უზრუნველყოფა, რადგან თავად ლიზინგის საგანი წარმოადგენს უზრუნველყოფას. აქტივის სესხით დაფინანსებისას კი მოითხოვება უზრუნველყოფა;
  • მინიმალური პირველადი ინვესტიცია - ლიზინგით აქტივის შეძენისას მისი ღირებულების მცირე ნაწილს იხდით, რაც საშუალებას გაძლევთ შეამციროთ ხარჯი და დარჩენილი სახსრები მიმართოთ ბიზნესის განვითარებისკენ:
  • დაზოგილი დრო - დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებში მთლიანად სალიზინგო კომპანიის ადმინისტრაციული რესურსია ჩართული, რაც ზოგავს თქვენს დროს.


თუკი ბიზნესის განვითარებისთვის გჭირდებათ აქტივის შეძენა და არ გაქვთ საკმარისი ფინანსები, ლიზინგით სარგებლობა იდეალური გადაწყვეტილება იქნება. თქვენ  მარტივად შეძლებთ სასურველი აქტივის შეძენას და საქმიანობის გაფართოვებას.