რა უნდა გაითვალისწინოთ ავტომობილის ყიდვამდე

რა უნდა გაითვალისწინოთ ავტომობილის ყიდვამდე

28/10/2019

,,კომფორტული მგზავრობა, სწრაფად და მარტივად გადაადგილება’’ - ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამ სიამოვნებასა და საკუთარი ავტომობილის შეძენაზე უარს იტყვის.

ავტომობილის სწორად შერჩევა არც ისე მარტივია. განსაკუთრებით მაშინ, როცა მანქანებში სათანადოთ ვერ ერკვევით. იმისათვის რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ და სასურველი ავტომობილი გონივრულად შეარჩიოთ, გთავაზობთ რჩევებს, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.


ინფორმაციის დაზუსტება


ავტომობილის შეძენამდე გაარკვიეთ თქვენთვის სასურველი მოდელის მინიმალური და მაქსიმალური ფასი. შეისწავლეთ მოდელის უპირატესობები და შესაძლო სისუსტეები.


ახალია თუ მეორადი


ახალი ავტომობილები გაცილებით ძვირი ღირს და მისი შეძენაც დიდი ფუფუნებაა. თუ არსებული რესურსების გათვალისწინებით არჩევანს მეორად ავტომობილზე შეაჩერებთ, გაარკვიეთ წლოვანება, გარბენი. ვიზუალურ მხარესთან ერთად ყურადღება მიაქციეთ ნაკლოვანებებს, რათა მომავალში თავიდან აირიდოთ ავტომობილის შეკეთებით გამოწვეული ხარჯი.


კომპეტენტური ადამიანის რჩევა


მეორადი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, აუცილებლად შეამოწმებინეთ მანქანა კომპეტენტურ პირს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაითვალისწინეთ მისი აზრი.  


სასურველი ბრენდი


საქართველოში ავტომობილების მხრივ ბაზარზე დიდი არჩევანია. შეხვდებით როგორც კარგად ნაცნობ, ასევე უცნობ მოდელებს. არჩევანის გაკეთებისას გაითვალისწინეთ, რომ ნაკლებად ცნობილი ბრენდების ავტომობილის ნაწილები შეიძლება არ იშოვებოდეს ან ძვირი ღირდეს.


თანხა, რასაც ავტომობილში გადაიხდით


ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრა გაგიმარტივებთ არჩევანს. მარტივად გადაწყვეტთ,  რომელი ავტომობილი იყიდოთ და ძებნის პროცესიც ნაკლებ დროს წაგართმევთ.


როგორ შეგიძლიათ ავტომობილის შეძენა ლიზინგით

თუ ავტომობილის შეძენა გინდათ, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი რესურსი, შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტო ლიზინგით. მისი საშუალებით სასურველ მანქანას შეიძენთ დღეს, თანხას კი მოგვიანებით გადაიხდით. ,,ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ დაბალი სალიზინგო გადასახადით და მარტივად შეიძინოთ სასურველი ავტომობილი. ლიზინგის განაცხადის შევსება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად ვებგვერდზე  www.bhl.ge