არის თუ არა ჰიბრიდული ავტომობილი ეკონომიური

არის თუ არა ჰიბრიდული ავტომობილი ეკონომიური

04/11/2019

მაშინ, როდესაც საწვავის ფასი მუდმივად იცვლება, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ეკონომიური ავტომობილის შეძენა და საწვავში დახარჯული თანხის დაზოგვა. არის თუ არა ჰიბრიდული ავტომობილი ეკონომიური ან რა უპირატესობა აქვს მას?


ჰიბრიდული ავტომობილები  ითავსებენ ენერგიის 2 წყაროს: ელექტროძრავას და ბენზინის ძრავას. ავტომობილის დაძვრისას, დაბალი სიჩქარით მოძრაობისას ჰიბრიდები საერთოდ არ მოიხმარენ საწვავს და ელექტროძრავის საშუალებით გადაადგილდებიან. ამის შედეგი კი საწვავის დაზოგვა, ნულოვანი გამონაბოლქვი და უხმო გადაადგილებაა.


,,ტოიოტას’’ ჰიბრიდი  - მეტი ეკონომიურობა


საწვავის ეფექტურად მოხმარების მხრივ, ,,ტოიოტას’’ ჰიბრიდები გამორჩეულია.  ისინი იტენება გაჩერებულ მდგომარეობაში, თანაბარი სიჩქარით გადაადგილებისას. ბატარეის დატენვა ხდება მანქანის შენელებისას. ეს საგრძნობლად ზრდის იმ მანძილს, რომლის გავლასაც თქვენ მხოლოდ ელექტროძრავის საშუალებით შეძლებთ და ამდენად, თქვენს მგზავრობას უფრო ეკონომიურს ხდის. აღნიშნული ტექნოლოგია ჰიბრიდულ ავტომობილებს 2-ჯერ უფრო ეკონომიურს ხდის.


,,ტოიოტას’’ ჰიბრიდული ავტომობილები აღჭურვილია თვითდამუხტვადი ბატარეებით, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენ არ გჭირდებათ ბატარეების დამუხტვა დენში ჩართვით.


ავტოლიზინგი ჰიბრიდული ავტომობილის შესაძენად


,,ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ სპეციალურ პირობას გთავაზობთ ჰიბრიდული ავტომობილის შეძენის მსურველებს. თქვენ შესაძლებელობა გაქვთ მიიღოთ ავტომობილის ღირებულების 85% დაფინანსება და სასურველი ავტომობილი კიდევ უფრო მარტივად შეიძინოთ.


კომპანიაში დაბალი სალიზინგო გადასახადი და გამჭვირვალე პირობებია. ავტოლიზინგი მარტივი პროცედურით გაიცემა.