ავტოლომბარდი თუ ავტოლიზინგი - რა განსხვავებაა მათ შორის

ავტოლომბარდი თუ ავტოლიზინგი - რა განსხვავებაა მათ შორის

22/11/2019

,,ავტოლიზინგი ავტომობილის ღირებულების 90%-მდე, ავტოლომბარდი მანქანის ტარების უფლებით’’ - ასეთ შეთავაზებებს ხშირად შეხვდებით სარეკლამო სივრცეში. რა მომსახურებას გულისხმობს აღნიშნული პროდუქტები  და რა განსხვავებაა მათ შორის?


ავტოლიზინგი - ავტომობილის ყიდვის მარტივი საშუალება


ავტოლიზინგი ფინანსური მომსახურებაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გრძელვადიანი იჯარა-გამოსყიდვით შეიძინოთ ავტომობილი.  სალიზინგო კომპანია იძენს თქვენს მიერ შერჩეულ ავტომობილს და გადმოგცემთ სარგებლობის უფლებით, ყოველთვიური სალიზინგო გადასახადის ნაცვლად. ლიზინგის ვადის ამოწურვის შემდეგ, ავტომობილი თქვენს საკუთრებაში გადმოდის.


ავტოლიზინგით სარგებლობა მარტივი პროცედურით ხდება: არჩევთ სასურველ ავტომობილს, ავსებთ განაცხადს სალიზინგო კომპანიის ვებგვერდზე. კომპანია აფასებს მანქანის ღირებულებას, გაცნობთ პროდუქტის პირობას, ყიდულობს თქვენთვის ავტომობილს და გადმოგცემთ სარგებლობის უფლებით.


ავტო ლომბარდი - „სესხი“ ავტომობილის უზრუნველყოფით


ავტოლომბარდი თანხის მიღების  სწრაფი საშუალებაა თუმცა  იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ძირითადად თანხა შემოსავლების  დადასტურების გარეშე გაიცემა ზრდის პროდუქტის რისკს,  შესაბამისად აძვირებს პროდუქტს  და თითქმის აორმაგებს მის ფასს ავტოლიზინგთან შედარებით.


ავტო ლომბარდის  თანხის ოდენობა ავტომობილის ღირებულების მიხედვით დგინდება. ხშირად ავტოლომბარდი ავტო ლიზინგის სახელით რეკლამირდება.


რა უნდა იცოდეთ  საფინანსო პროდუქტით სარგებლობისას


სანამ რომელიმე საფინანსო კომპანიის ავტოლიზინგით ან ავტოლომბარდით ისარგებლებთ, გაეცანით მათ პირობებს. გაიგეთ რა თანხის გადახდა გიწევთ ყოველთვიურად. რა მოცულობის თანხის ზედმეტად გადახდა მოგიწევთ ჯამურად. ასევე აუცილებლად მოიკითხეთ  მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. პირობების ცოდნა თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს და გაგიმარტივებთ ჯამური ვალდებულების განსაზღვრას.