როგორ ვისარგებლოთ შეღავათიანი აგროლიზინგით?

როგორ ვისარგებლოთ შეღავათიანი აგროლიზინგით?

10/06/2019

შეღავათიანი აგროლიზინგი აგრობიზნესის შესაძლებლობაა ჩაერთოს ‘’სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს’’ თანადაფინანსების პროგრამაში APMA, მიიღოს დაფინანსება მანქანა-დანადგარების შესაძენად და განავითაროს საქმიანობა. 


‘’ბი ეიჩ ელ ლიზინგის’’ აგროლიზინგით შესაძლებელია ახალი და არსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება მანქანა-დანადგარებით, მათ შორის: 


·        გადამამუშავებელი საწარმოები;


·        ინფრასტრუქტურული საწარმოები;


·        პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები.


შეღავათიანი აგროლიზინგის უპირატესობები:


აგროლიზინგით ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 12 %. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. 


‘’ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ აგროლიზინგის ფარგლებში შეისყიდის თქვენს მიერ შერჩეულ მანქანა-დანადგარს და გადმოგცემთ სარგებლობის უფლებით, ვადის ბოლოს აქტივი თქვენს საკუთრებაში დარჩება. 


აგროლიზინგით სარგებლობის პირობები:


ლიზინგის მოცულობა

20 000-1 500 000 (სესხი+ლიზინგი)

ვალუტა

ლარი

თანამონაწილეობა

20% დან/ განიხილება ინდივიდუალურად

საპროცენტო სარგებელი  

20% -21% (სააგენტო აფინანსებს 12%) 

ვადა (თვე)

3-  66 თვემდე