BMW Tesla Model 3-ის კონკურენტს გამოუშვებს

BMW Tesla Model 3-ის კონკურენტს გამოუშვებს

23/12/2019

BMW Tesla Model 3-ის კონკურენტს 2021 წელს გამოუშვებს. ელექტრო სედანი BMW i4 დამუხტვის შემდეგ 600 კილომეტრის გავლას შეძლებს.


BMW Tesla Model 3-ის პირდაპირ კონკურენტად მიიჩნევენ. i4-ის სერიული წარმოების დაწყებას გერმანული კომპანია 2021 წლიდან გეგმავს, თუმცა ელექტრო სედანის ტექნიკური მახასიათებლები უკვე ცნობილია.


BMW i4-ს 530 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნია. ელექტრომობილს 100 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისათვის 4 წამი დასჭირდება.  i4 ერთ-ერთი პირველი ელექტრომობილი იქნება, რომელზეც მეხუთე თაობის ბატარეას დაამონტაჟებენ. ის გაცილებით კომპაქტურია, ვიდრე Generation 3 და 4, რომლებსაც BMW ამ დრომდე იყენებდა.


2023 წლისთვის BMW ელექტრომობილის 25 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს.